დუგლაძე ოქრო
რეგიონი: იმერეთი, კახეთი
ჯიში: ციცქა, კახური მწვანე
ტიპი: თეთრი ნახევრადმშრალი
შაქრიანობა: 35-55 გრამი/დმ3
ინფორმაცია
„დუგლაძე ოქრო“ გამნსაკუთრებული ელვარებისა და დახვეწილობის მქონე ნატურალური ცქრიალა ღვინოა რომელიც შარმას მეთოდით მზადდება. ყურძენი ხელით იკრიფება, ირჩევა და იწურება. ამის შემდეგ, ყურძნის წვენის დუღილი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ნარჩევი საფუვრის დამატებით, ყურძნის თანდაყოლილი გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად. მეორადი დუღილი წნევის ქვეშ ცალკე ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მიმდინარეობს. ამ პროცესის შედეგად მიიღება გამჭოლი ცქრიალა ღვინო რომელიც შეუცვლელია განსაკუთრებული დღესასწაულებისათვის.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ოქროსფერი
არომატი: ინტენსიური პირველი სურნელი, სადაც ყვითელი ხილის ტონები დომინირებს
გემო: მაღალმჟავიანი, გამჭოლი, გამაგრილებელი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 6-10°C ტემპერატურაზე