
ხვანჭკარა
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: რაჭა, ამბროლაური, ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიური ზონა
ჯიში: ალექსანდროული, მუჯურეთული
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
ხვანჭკარა ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მცირეტირაჟიანი და ძვირფასი ღვინოა. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ხვანჭკარა 1932 წლიდან იწარმოება, თუმცა მანამდე ამ სტილის ღვინოს დიდი ტრადიცია ჰქონდა. დღესდღეობით ხვანჭკარა იწარმოება ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ხვანჭკარა ძალიან პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ჩვენი ხვანჭკარა ამ სტილის საუკეთესო ნიმუშია.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-25% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C -ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ალუბლისფერი
არომატი: წითელი ხილის, კენკრისა და ყვავილოვანი არომატები
გემო: ტკბილი ღვინო მსუბუქი ტანინებით, სადაც იდეალურადაა შერწყმული სიტკბო და მჟავიანობა
დააგემოვნეთ 13–15°C ტემპერატურაზე