კრახუნა

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: იმერეთი

ჯიში: კრახუნა

ტიპი: თეთრი მშრალი

ინფორმაცია

კრახუნა იმერული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც  საკმაოდ სხეულიანი და ძლიერი ღვინოები დგება, მწიფე ხილისა და თაფლის სურნელებით. მასში იდეალურადაა შერწყმული ძლიერი ხასიათი და სიამოვნება. ჩვენი კრახუნა შესანიშნავი ღვინოა დასაძველებლად. წლების შემდეგ იგი გაცილებით ღრმა და საინტერესო ხდება.

ვინიფიკაცია

ნარჩევ ყურძენს 18-21% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან ვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს – 12-15°C ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: მოოქროსფრო ჩალისფერი

არომატი: მწიფე ყვითელი ხილისა და მცენარეული ტონები

გემო: გამჭოლი, მაღალმჟავიანი, ხალასი

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

საფერავი რეზერვი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: კახეთი

ჯიში: საფერავი

ტიპი: წითელი მშრალი მუხაში დავარგებული

ინფორმაცია

ჩვენი რეზერვის ღვინო განსაკუთრებული ზრუნვის შედეგია. მისი დაყენება უდიდეს ყურადღებას ითხოვს და რაც მთავარია, მოთმინებას. 3 წელი ელოდა ეს ღვინო ბოთლებში ჩამოსხმას, ძველდებოდა, იძენდა ახალ–ახალ სურნელებს და გემოებს. ვითარდებოდა, იზრდებოდა, სანამ ღვინის მოყვარულებამდე მოაღწევდა. ყურძენი, საიდანაც ჩვენი სარეზერვო ღვინო დაიწურა, საფერავის საუკეთესო ზვრებიდანაა, მუკუზნიდან. აქაური ნიადაგური და კლიმატური თვისებების გამო ყურძენიც განსაკუთრებულია და ღვინოც. ჩვენი აზრით, ეს ღვინო იდეალურია დასაძველებლად.

ვინიფიკაცია

ნარჩევ ყურძენს 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, მუხის კასრებში მიმდინარეობს დუღილი. შემდეგ მუხის კასრებშივე გრძელდება ორწლიანი დავარგება და ბოლოს უკვე ბოთლებში აგრძელებს ღვინო დაძველებას.  

ორგანოლეპტიკა

ფერი: ძოწისფერი

არომატი: ძალზე მწიფე და თბილი არომატები, სადაც პირველ რიგში შინდის და ალუბლის ნამცხვრის ტონებს იგრძნობთ

გემო: რბილი ტანინების მქონე გაწონასწორებული, დაბალანსებული, ჩამოყალიბებული ღვინო ხანგრძლივი დაბოლოებით

დააგემოვნეთ 16-18°C ტემპერატურაზე

ოცხანური საფერე

კატეგორია: მხარისღვინო

რეგიონი: იმერეთი

ჯიში: ოცხანური საფერე

ტიპი: წითელი მშრალი მუხაში დავარგებული

ინფორმაცია

ოცხანური საფერე გვიანი პერიოდის ჯიშია,, ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ იკრიფება. ღვინო ხალასი ჟოლოსფერით ხასიათდება. ახალგაზრდა ღვინოში საკმაოდაა მცენარეული ტონები, თუმცა დავარგების შემდეგ ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ოცხანური იმერეთის საუკეთესო წითელყურძნიან ჯიშად ითვლება. ჩვენი ოცხანურიც ბაღდათის რაიონის სოფლებში, საუკეთესო ვენახებში მოყვანილი ოცხანური საფერედანაა დაყენებული.

ვინიფიკაცია

ნარჩევ ყურძენს 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, მუხის კასრებში მიმდინარეობს დუღილი. შემდეგ მუხის კასრებშივე გრძელდება ორწლიანი დავარგება და ბოლოს უკვე ბოთლებში აგრძელებს ღვინო დაძველებას.  

ორგანოლეპტიკა

ფერი: მუქი ჟოლოსფერი

არომატი: მკვეთრი მცენარეული  და შავი ხილის ტონები (შავი ქლიავი)

გემო: ძლიერი, გამჭოლი გემო, ოცხანური საფერესთვის დამახასიათებელი მაღალი მჟავიანობა და ტანინები

დააგემოვნეთ 16-18°C ტემპერატურაზე

უსახელოური

კატეგორია: პრემიალური ღვინო

რეგიონი: ლეჩხუმი

ჯიში: 100% უსახელოური

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

შესაძლოა უსახელოური საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო იყოს. უსახელოური ძალზე მცირე რაოდენობით მოდის ლეჩხუმის სულ რამდენიმე სოფელში (ოყურეში, ზუბი, ოფიტარა, ისუნდერი, ლაჩეფიტა) და მისგან დაყენებული ჩვენი ღვინო საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა. ჩვენი უსახელაური ამ შესანიშნავი ჯიშიდან დაყენებული განსაკუთრებული ღვინოა.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-26% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ, ნარჩევ მარცვლებს. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: გამჭვირვალე ალუბლისფერი

არომატი: უნაზესი სურნელები გამოარჩევს, წითელი კენკრითა და ხილით დაწყებული, ტკბილი სუნელებით დასრულებული

გემო: მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმა, დახვეწილი და კარგად ჩამოყალიბებული ღვინოა

დააგემოვნეთ 13–15°C ტემპერატურაზე

თავკვერი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: ქართლი

ჯიში: თავკვერი

ტიპი: წითელი მშრალი

ინფორმაცია

თავკვერი ქართლის წითელი ჯიშია, რომელიც თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო ფასობს. სიმსუბუქე, ხალისიანობა, ახალგაზრდული სული მისი მთავარი ნიშნებია. ჩვენს თავკვერსაც პირველ რიგში სიხალაზე და ხილის მდიდარი ტონები გამოარჩევს.

ვინიფიკაცია

ნარჩევ ყურძენს 22-24% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში და ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C ტემპერატურაზე. როგორც კი დუღილი დასრულდება, გამოვპრესავთ და გადაგვაქვს შესანახ რეზერვუარებში.

ორგანოლეპტიკა

ფერი: შინდისფერი

არომატი: ხილისა და კენკრის ძალზე მდიდარი არომატი, სადაც ბალი და მაყვალი იგრძნობა

გემო: საკმაოდ ტანიანი, სავსე, დახვეწილი ღვინოა

დააგემოვნეთ 15–17°C ტემპერატურაზე

საფერავი მუსკატი

აღმოაჩინეთ მეტი
ცქრიალა ღვინო
ღვინის ბრენდი
ჭაჭა