ალაზნის ველი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: კახეთი

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი 

ინფორმაცია

როდესაც კახეთის რეგიონის ღვინობზე ვსაუბრობთ ალაზნის ველი პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ. დაბადების წელი 1977–ია. ჩვენი წითელი „ალაზნის ველი“ საფერავიდან მზადდება და ძალზე პოპულარულ პროდუქტს წარმოადგენს. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 21-23% შაქრიანობაზე და 7-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C -ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ძოწისფერი

არომატი: ტკბილი სანელებლები, წითელი და შავი კენკრა

გემო: საკმაოდ ტანინიანი, ხალისიანი, მოტკბო ღვინოა დასამახსოვრებელი დაბოლოებით

კერძი: ჩირი, ხილიანი ნამცხვრები

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

ალაზნის ველი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: კახეთი

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი 

ინფორმაცია

როდესაც კახეთის რეგიონის ღვინობზე ვსაუბრობთ ალაზნის ველი პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ. დაბადების წელი 1977–ია. ჩვენი წითელი „ალაზნის ველი“ საფერავიდან მზადდება და ძალზე პოპულარულ პროდუქტს წარმოადგენს. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 21-23% შაქრიანობაზე და 7-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C -ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ძოწისფერი

არომატი: ტკბილი სანელებლები, წითელი და შავი კენკრა

გემო: საკმაოდ ტანინიანი, ხალისიანი, მოტკბო ღვინოა დასამახსოვრებელი დაბოლოებით

კერძი: ჩირი, ხილიანი ნამცხვრები

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

ფიროსმანი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: კახეთი

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი ნახევრადმშრალი

ინფორმაცია

ყველაზე დიდი ქართველი მხატვრის სახელობის ღვინო ნახევრადმშრალია. იგი 1981 წლიდან გამოდის და როგორც წესი გურჯაანის რაიონის სოფლებში დაკრეფილი საფერავიდან აყენებდნენ ხოლმე. ჩვენი „ფიროსმანი“ ამ სტილის საუკეთესო ნიმუშია. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 20-22% შაქრიანობაზე და 6,5-7 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C -ზე. ფერმენტაციის დასრულების შემდეგ, ღვინო გადაგვაქ რეზერვუარებში.

ორგანოლეპტიკა

ფერი: შინდისფერი

არომატი: წითელი და შავი კენკრა, მცენარეული

გემო: ჩამოყალიბებული ღვინოა, სრული ტანინებითა და სიძლიერით

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

ალაზნის ველი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი:კახეთი

ჯიში: რქაწითელი და სხვ.

ტიპი: თეთრი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

პირველად 1977 წელს ჩამოისხა. ეს მხარის ღვინო ალბათ ყველაზე მეტი ისხმებოდა საქართველოში, ნებისმიერ სხვა გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოებთან შედარებით. ჩვენი თეთრი ალაზნის ველი რქაწითლიდან და სხვა თეთრი ყურძნის ჯიშებისგან მზადდება და ძალზე პოპულარულ  პროდუქტს წარმოადგენს.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-24% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3 ° C ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ჩალისფერი

არომატი: თეთრი ხილის, მცენარეული დანედლი თხილის ტონები

გემო: რბილი და ჩამოყალიბებული ღვინოა, ცოცხალი მჟავიანობითა და სიტკბოთი 

დააგემოვნეთ 10-12°ტემპერატურაზე

უსახელოური

კატეგორია: სუფრის ღვინო

რეგიონი: ლეჩხუმი, ცაგერის რაიონის სოფლები

ჯიში: 100% უსახელოური

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

შესაძლოა უსახელოური საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო იყოს. უსახელოური ძალზე მცირე რაოდენობით მოდის ლეჩხუმის სულ რამდენიმე სოფელში (ოყურეში, ზუბი, ოფიტარა, ისუნდერი, ლაჩეფიტა.) და მისგან დაყენებული ჩვენი ღვინო საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა. ჩვენი უსახელაური ამ შესანიშნავი ჯიშიდან დაყენებული განსაკუთრებული ღვინოა.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-26% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ, ნარჩევ მარცვლებს. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C -ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ. 

ორგანოლეპტიკა

ფერი: გამჭვირვალე ალუბლისფერი

არომატი: უნაზესი სურნელები გამოარჩევს, წითელი კენკრითა და ხილით დაწყებული, ტკბილი სუნელებით დასრულებული.

გემო: მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმა, დახვეწილი და კარგად ჩამოყალიბებული ღვინოა.

დააგემოვნეთ 13–15°C ტემპერატურაზე

ცოლიკოური

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: ლეჩხუმი

ჯიში: 100% ცოლიკოური

ტიპი: თეთრი მშრალი 

ინფორმაცია

ათწლეულების განმავლობაში, ცოლიკოური უნივერსალურ დასავლურ ჯიშად იქცა. ცოლიკოურიდან დაყენებული ღვინო ერთ–ერთი საუკეთესოა დასაძველებლად, თეთრ ქართულ ღვინოებს შორის. ყურძენი ჩვენი ცოლიკოურისთვის ლეჩხუმის საუკეთესო ვენახებშია დაკრეფილი.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 18-21% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15° C ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: მკრთალი ჩალისფერი

არომატი: ხილის ყვავილები, ციტრუსები, ნესვი

გემო: სასიამოვნო მჟავიანობის მქონე ჩამოყალიბებული ღვინოა, ხალისიანი და ცოცხალი დაბოლოებით

დააგემოვნეთ 12–14°C ტემპერატურაზე

რქაწითელი

კატეგორია: მხარის ღვინო

რეგიონი: კახეთი

ჯიში: 100% რქაწითელი

ტიპი: თეთრი მშრალი

ინფორმაცია

რქაწითელი ქვეყნის ყველაზე გავრცელებული ჯიშია, რომლისგანაც განსაკუთრებული თეთრი მშრალი და ქარვისფერი ქვევრის ღვინოების დაყენება შეიძლება. ჩვენი კლასიკური რქაწითელი საუკეთესოდ გამოხატავს ამ ჯიშის პოტენციალს.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 18-22% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C-ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: მკრთალი ჩალისფერი

არომატი: ხილის ყვავილებისა და ანანასის სურნელები

გემო: ენერგიული, მაღალმჟავიანი ღვინოა სასიამოვნო, მსუბუქი დაბოლოებით

დააგემოვნეთ 12–14°ტემპერატურაზე

საფერავი

წარმოშობა: კახეთის მევენახეობა;

კატეგორია: მხარის ღვინო;

ვაზის  ჯიში: საფერავი;

ღვინის ტიპი: წითელი მშრალი;

ფერი: მუქი ლალისფერი;

გემო: ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების ტონით, ჰარმონიული გემო სასიამოვნო სიმწკლარტით, მაღალი ექსტრაქტით.

დამზადების წესი: ყურძნის კრეფა ხდება 20-24 % შაქრიანობისა და 6-8 ტიტრული მჟავინობის დროს. ყურძნის კრეფის დროს დამპალს და დაზიანებულ მარცვლებს გამოვარჩევთ. ყურძენს გავატარებთ კლერტსაცლელში და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24° ტემპერატურაზე როგორც კი დუღილი დამთავრდება, გამოვპრესავთ და გადაგვაქვს შესანახ რეზერვუარებში.

დააგემოვნეთ: შემწვარ ხორცთან, ყველთან, სხვადასხვა ხორცეულთან, სალათებთან.

 
აღმოაჩინეთ მეტი
ცქრიალა ღვინო
ღვინის ბრენდი
ჭაჭა