დუგლაძეების ღვინის კომპანია

ქართული ხასიათის მრავალფეროვნება

ქართული ხასიათის ღვინო

საქართველოს თითოეული კუთხის განსხვავებული ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქართული ხასიათის მრავალფეროვნებას, რაც აისახება შესაბამის რეგიონებში დამზადებულ ქართულ ღვინოზე.

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რომელიც ასახავს ამა თუ იმ მევენახეობის რეგიონის განსაკუთრებულ ხასიათს და ქართული ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

სამეფო - ცქრიალა ხასიათი

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აწარმოებს ცქრიალა ღვინო „სამეფოს“- სამ სახეობას ნახევრად-მშრალი, ნახევრად-ტკბილი და“როზე“ ნახევრად-მშრალი.

„სამეფო“ გამოირჩევა გემოვნური თვისებების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით; ციტრუსოვანი ხილის ტონებით გაჯერებული მსუბუქი არომატი და ხალისიანი მჟავიანობა განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის ამ სასმელს; „სამეფო“ საუკეთესოა ზაფხულის წვეულებებსა და სადღესასწაულო გარემოში ცქრიალა განწყობის შესაქმნელად.

ღვინის ბრენდი

“დუგლაძეების ღვინის კომპანია” უმაღლესი ხარისხის ცნობილი დასახელების ღვინის ბრენდების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს - 3,5,7,9,12,14 და 17 წლიანი დაძველებით . კომპანიას გააჩნია დიდი მარაგები საუკეთესო მახასიათებლებით გამორჩეული საბრენდე სპირტების.

ჩვენს შესახებ

„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში მისი უცვლელი მიზანი იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. დიმიტრი დუგლაძემ მოახერხა შეექმნა მყარი საფუძველი ხარისხიანი ქართული ალკოჰოლური სასმელების წამოებისათვის. მამის მიერ დაწყებული ბიზნესი ღირსეულად განაგრძეს მისმა შვილებმა, ძმებმა დუგლაძეებმა, რომლებსაც ქართული მეღვინეობის ტრადიციების, თამამი ექსპერიმენტებისა და
დიმიტრი დუგლაძის მიერ დაწყებული საქმის ერთგულებამ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება შეაძლებინა.