დუგლაძე ბრუტი
რეგიონი: იმერეთი და კახეთი
ჯიში: ციცქა, რქაწითელი, კახური მწვანე
ტიპი: ბრუტი
შაქრიანობა: 3 გრამი/დმ3
ინფორმაცია
დუგლაძეების ბრუტი ჩვენი კომპანიის წამყვანი ცქრიალა ღვინოა, რომელიც შარმას მეთოდით მზადდება. ყურძენის ხელით იკრიფება, ირჩევა და იწურება. ამის შემდეგ, ყურძნის წვენის დუღილი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ნარჩევი საფუვრის დამატებით, ყურძნის თანდაყოლილი სურნელოვანი თვისებების შესანარჩუნებლად. მეორადი დუღილი წნევის ქვეშ ცალკე ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მიმდინარეობს. ამ პროცესის შედეგად ცოცხალი, ხალასი ცქრიალა ღვინო მიიღება.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მომწვანო ჩალისფერი
არომატი: თეთრი ხილისა და მცენარეული ტონები
გემო: გამჭოლი, მაღალმჟავიანი, მაღალმჟავიანო ცქრიალა ღვინო სასიამოვნო, მსუბუქი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 6-10°C ტემპერატურაზე
აღმოაჩინეთ მეტი
ღვინო
ღვინის ბრენდი
ჭაჭა