ქისი ქვევრი
კატეგორია: ქვევრის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: ქისი
ტიპი: ქარვისფერი მშრალი
ინფორმაცია
ქისიდან დაუვიწყარი არომატისა და გემოს მქონე კახური ტრადიციული ქვევრის ღვინოები დგება. ითვლება, რომ ქისის „სამშობლო“ ახმეტის რაიონის რამდენიმე სოფელია და ჩვენი ქისიც მაღრაანიდანაა, ამ „სამშობლოს“ შუაგულიდან. ქისის საუკეთესო მიკროზონებია: თელავის, ყვარლისა და ახმეტის რ-ნი. ჩვენი კახურად, ქვევრში დაყენებული ქისი წორედ ამ რეგიონიდანაა და იგი ზუსტად გამოხატვს ამ ჯიშისა და მხარის არსს.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 22-25% შაქრიანობაზე და 6-6,5 ტიტრული მჟავიანობისას ვკრეფთ. ყურძენს ვჭყლეტთ და კლერტიანად ქვევრებში გადაგვაქვს, ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას და დუღილისას დღე-ღამეში 3-ჯერ დავურევთ ხოლმე. დუღილის დასრულების შემდეგ ღვინოს ვტოვებთ ჭაჭაზე თებერვალ-მარტამდე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ქარვისფერი
არომატი: ძალზე ეფექტური, მწიფე ხილისა და ჩირის არომატები (ვაშლი, ატამი, ჭერმის ჩირი)
გემო: რბილი და ძლიერი ტანინების მქონე ხასიათიანი ღვინოა
დააგემოვნეთ 14-16°C ტემპერატურაზე