ფიროსმანი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: 100% საფერავი
ტიპი: წითელი ნახევრადმშრალი
ინფორმაცია
ყველაზე დიდი ქართველი მხატვრის სახელობის ღვინო ნახევრადმშრალია. იგი 1981 წლიდან გამოდის და როგორც წესი გურჯაანის რაიონის სოფლებში დაკრეფილი საფერავიდან აყენებდნენ ხოლმე. ჩვენი „ფიროსმანი“ ამ სტილის საუკეთესო ნიმუშია.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 20-22% შაქრიანობაზე და 6,5-7 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C -ზე. ფერმენტაციის დასრულების შემდეგ, ღვინო გადაგვაქ რეზერვუარებში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: შინდისფერი
არომატი: წითელი და შავი კენკრა, მცენარეული
გემო: ჩამოყალიბებული ღვინოა, სრული ტანინებითა და სიძლიერით
დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე