ისტორია

 

„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში  დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით. მან  დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში მისი უცვლელი მიზანი იყო მაღალი ხარისხის  პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.  

 

  

1984

 

ჩვენი საწარმოს ისტორიის დასაწყისი, როდესაც საქართველოში ერთერთი ყველაზე დიდი ალკოჰოლური  სასმელების საწარმო გაიხსნა

 

 

 

 

2004 

 

დიმიტრი დუგლაძის შვილები აფუძნებენ დუგლაძეების ღვინის კომპანიას.  მათ აღჭურვეს საწარმო თანამედროვე იტალიური და გერმანული დანადგარებით Della Toffola,  Krones, Cavagninno&Gatti, Seitz Enzinger Noll. იმავე წელს ჩამოისხა პირველი ალკოჰოლური სასმელები „დუგლაძის“ ბრენდით და  განხორციელდა მათი ექსპორტი.

 

2013 

 

დულაძეების ღვინის კომპანიამ შეისყიდა ვარციხის ქარხანა, საბრენდე სპირტების დამზადების ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კერა, რომელიც ანანოვების სახელს უკავშირდებოდა. ქარხანა 1908 წელს გაიხსნა და სწორედ აქ შეიქმნა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ბრენდი ვარციხე, სალხინო, კოლხეთი და სხვა.

2015 

 

კომპანიაში რებრენდინგის დროა. ჩამოყალიბდა კომპანიის ვიზუალური იდენტობა. განისაზღვრა საფირმო სტილი და პროდუქტების სრული ასორტიმენტის შეფუთვის სტილისტიკა.

2018

 

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ გამოუშვა ახალი, პრემიალური ხაზის ღვინოები 

 

ჯილდოები

უმაღლესი ჯილდო (Trophy) - ტიბაანი 2017 - Georgia International wine award 2019

ვერცხლი - ქისი ქვევრი 2017 - Decanter 2019

ოქრო - საფერავი რეზერვი 2014 - Mundus Vini 2019

ოქრო - ოცხანური საფერე 2015 - Mundus Vini 2019

ოქრო - მუკუზანი 2016 - Mundus Vini 2019

ვერცხლი - ქისი ქვევრი 2017 - Mudus Vini 2019

ოქრო - საფერავი რეზერვი 2014 - Sakura Womans Wine Award 2019

ვერცხლი - მუკუზანი2016 - Sakura Womans Wine Award 2019

ვერცხლი - ცქრიალა ღვინო ბრუტი - Sakura Womans Wine Award 2019

ვერცხლი - საფერავი 2016 - Saperavi Inrernational 2018

ვერცხლი - რკაწითელი ქვევრი - International Qvevri Wine Competition 2018 

სიახლეები

დუგლაძეების ღვინის კომპანია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე

8 ნოემბერი, 2019
მეტის წაკითხვა

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი წარმატება IWC კონკურსზე

4 ივლისი, 2019

შანხაიში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge China 2019“-ზე დუგლაძეების ღვინის კომპანიამ მორიგი წარმატება მოიპოვა.

ქისი ქვევრი 2016 დაჯილდობდა ოქროს მედლით
საფერავი რეზერვი 2015 დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით

მეტის წაკითხვა