ტიბაანი
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: კახეთი, სიღნაღის რაიონი, ტიბაანის მვენახეობის სპეციფიკური ზონა.
ჯიში: 100% რქაწითელი
ტიპი: ქარვისფერი მშრალი
ინფორმაცია
სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის ზვრები საუკეთესოდ ითვლება კახური, ტრადიციული ქვევრის ქარვისფერი ღვინისთვის. აქაურ შავმიწა და თიხნარ ნიდაგებზე განსაკუთრებული რქაწითელი მოდის, საიდანაც ჩვენ სხეულითა და ღონიერებით სავსე ღვინოს ვაყენებთ.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-25% შაქრიანობაზე და 6-6,5 ტიტრული მჟავიანობისას. ყურძენს ვჭყლეტთ და კლერტიანად ქვევრებში გადაგვაქვს, ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას და დუღილისას დღე-ღამეში 3-ჯერ დავურევთხოლმე.დუღილისდასრულების შემდეგ ღვინოს ვტოვებთ ჭაჭაზე თებერვალ-მარტამდე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ოქროსფერი
არომატი: დაშაქრული თხილი, ვაშლის ჩირი, მცენარეული ტონები
გემო: სიმძლავრისა და ელეგანტურობის საუკეთესო შერწყმა, ტანინებით მდიდარი კახური ღვინის კლასიკური ნიმუში
დააგემოვნეთ 12-14°C ტემპერატურაზე