რქაწითელი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: 100% რქაწითელი
ტიპი: თეთრი მშრალი
ინფორმაცია
რქაწითელი ქვეყნის ყველაზე გავრცელებული ჯიშია, რომლისგანაც განსაკუთრებული თეთრი მშრალი და ქარვისფერი ქვევრის ღვინოების დაყენება შეიძლება. ჩვენი კლასიკური რქაწითელი საუკეთესოდ გამოხატავს ამ ჯიშის პოტენციალს.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 18-22% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C-ზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მკრთალი ჩალისფერი
არომატი: ხილის ყვავილებისა და ანანასის სურნელები
გემო: ენერგიული, მაღალმჟავიანი ღვინოა სასიამოვნო, მსუბუქი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 12–14°C ტემპერატურაზე