დუგლაძე ნახევრადმშრალი როზე
რეგიონი: იმერეთი, ქართლი
ჯიში: ციცქა, ჩინური, თავკვერი
ტიპი: ვარდისფერი ნახევრადმშრალი
შაქრიანობა: 35-55 გრამი/დმ3
ინფორმაცია
„დუგლაძეების“ ნახევრადმშრალი როზე შარმას მეთოდით მზადდება წითელი და თეთრი ყურძნის ჯიშებისაგან და საოცარი ფერითა და სიხალასით გამოირჩევა. ყურძენი ხელით იკრიფება, ირჩევა და იწურება. ამის შემდეგ, ყურძნის წვენის დუღილი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ნარჩევი საფუვრის დამატებით, ყურძნის თანდაყოლილი გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად. მეორადი დუღილი წნევის ქვეშ ცალკე ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში მიმდინარეობს. შედეგად ხალასი, ცქრიალა ღვინო მიიღება
ორგანოლეპტიკა
ფერი: ღია ვარდისფერი,
არომატი: წითელი კენკრისა და ნამცხვრის ძალზე ეფექტური არომატები
გემო: მჟავიანობისა და მსუბუქი სიტკბოს იდეალური შერწყმა
დააგემოვნეთ 6-10 °C ტემპერატურაზე