წინანდალი
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: კახეთი, წინანდლის მევენახეობის სპეციფიკური ზონა.
ჯიში: 85% რქაწითელი, 15% მწვანე კახური
ტიპი: თეთრი მშრალი
ინფორმაცია
საქართველოს საფლაგმანო თეთრი ღვინო ასე უწოდებენ ამ ყველაზე სახელოვან თეთრ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს. თეთრ ღვინოს, წინანდალს, XIX საუკუნის 30-იან წლებიდან აწარმოებდნენ, თუმცა ეტიკეტით ღვინო ბაზარზე 1886 წელს გამოვიდა პირველად. მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ღვინის სტილიც. წინანდალი რქაწითლისა და მწვანე კახურის შერევით დგებოდა. ჩვენი წინანდალი ხასიათიანი, სურნელოვანი და ამავე დროს ენერგიული თეთრი ღვინოა.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 18-22% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C ზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მკრთალი ჩალისფერი
არომატი: მცენარეული ტონები ერწყმის ყვავილოვან და თეთრი ხილის არომატებს
გემო: სრულსხეულიანი, ელეგანტური და კომპლექსური, დასწყისში გვხიბლავს ტროპიკული ხილის არომატით, რომელიც კარგადაა დაბალანსებული ციტრუსოვანი დაბოლოებითა და მუხის ტონებით
დააგემოვნეთ 12–14° C ტემპერატურაზე