მუკუზანი

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი, მუკუზნის მევენახეობის სპეციფიკური ზონა

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი მშრალი

ინფორმაცია

მუკუზანი იწარმოება 1893 წლიდან და ათწლეულების მანძილზე მისი ლეგენდარული სტილი ძალზე დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება - სიმძლავრე და ჰარმონიულობა. 350-750 მ. სიმაღლის ფარგლებში გაშენებულ ულამაზეს ვენახებში, ნეშომპალა-კარბონატულ და ხირხატიან ნიადაგებზე  მოყვანილი, ხელით მოკრეფილი ნარჩევი  საფერავიდან ჩვენ ვაწარმოებთ ძალზე ხასიათიან, მშრალ წითელ ღვინოს.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში მიმდინარეობს დუღილი. ფერმენტაცია ხდება კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო გადაგვაქვს 300 ლ. ფრანგულ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილისა და 9-12 თვიანი დაძველებისათვის. შემდგომში დავარგება  მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში. ბოლო ეტაპია ბოთლებში დავარგება.

ორგანოლეპტიკა

ფერი: მუქი ალუბრისფერი

არომატი: ძალზე  გამოკვეთილი ჯიშური არომატები აქვს, სადაც ცხადად გამოირჩევა შავი ხილისა, ვანილისა და შავი პილპილის ტონები.

გემო: ჯიშური და მუხის ტონების ჰარმონიულად  შერწყმა,  იდეალურად დაბალანსებული ძლიერი ტანინები და მაღალი მჟავიანობა თავისი გამორჩეულად გამოყოლი გემოთი ზედმიწევნით წარმოაჩენს ჩვენი კომპანიისთვის დამახასიათებელ ხელწერას.

დააგემოვნეთ 16–18°C ტემპერატურაზე

წინანდალი

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: კახეთი, წინანდლის მევენახეობის სპეციფიკური ზონა.

ჯიში: 85% რქაწითელი, 15% მწვანე კახური

ტიპი: თეთრი მშრალი

ინფორმაცია

საქართველოს საფლაგმანო თეთრი ღვინო ასე უწოდებენ ამ ყველაზე სახელოვან თეთრ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს. თეთრ ღვინოს, წინანდალს,  XIX საუკუნის 30-იან წლებიდან აწარმოებდნენ, თუმცა ეტიკეტით ღვინო ბაზარზე 1886 წელს გამოვიდა პირველად. მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ღვინის სტილიც. წინანდალი რქაწითლისა და მწვანე კახურის შერევით დგებოდა. ჩვენი წინანდალი ხასიათიანი, სურნელოვანი და ამავე დროს ენერგიული თეთრი ღვინოა.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 18-22% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C ზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: მკრთალი ჩალისფერი

არომატი: მცენარეული ტონები ერწყმის ყვავილოვან და თეთრი ხილის არომატებს

გემო: სრულსხეულიანი, ელეგანტური და კომპლექსური, დასწყისში გვხიბლავს ტროპიკული ხილის არომატით, რომელიც კარგადაა დაბალანსებული ციტრუსოვანი დაბოლოებითა და მუხის ტონებით

დააგემოვნეთ 12–14° C ტემპერატურაზე

ტიბაანი

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: კახეთი, სიღნაღის რაიონი, ტიბაანის მვენახეობის სპეციფიკური ზონა.

ჯიში: 100% რქაწითელი

ტიპი: ქარვისფერი მშრალი

ინფორმაცია

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანის ზვრები საუკეთესოდ ითვლება კახური, ტრადიციული ქვევრის ქარვისფერი ღვინისთვის. აქაურ შავმიწა და თიხნარ ნიდაგებზე განსაკუთრებული რქაწითელი მოდის, საიდანაც ჩვენ სხეულითა და ღონიერებით სავსე ღვინოს ვაყენებთ.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-25% შაქრიანობაზე და 6-6,5 ტიტრული მჟავიანობისას. ყურძენს ვჭყლეტთ და კლერტიანად ქვევრებში გადაგვაქვს, ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას და დუღილისას დღე-ღამეში 3-ჯერ დავურევთხოლმე.დუღილისდასრულების შემდეგ ღვინოს ვტოვებთ ჭაჭაზე თებერვალ-მარტამდე.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ოქროსფერი

არომატი: დაშაქრული თხილი, ვაშლის ჩირი, მცენარეული ტონები

გემო: სიმძლავრისა და ელეგანტურობის საუკეთესო შერწყმა, ტანინებით მდიდარი კახური ღვინის კლასიკური ნიმუში

დააგემოვნეთ 12-14°ტემპერატურაზე

ტვიში

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: ლეჩხუმი, ტვიშის მევენახეობის სპეციფიკური ზონა

ჯიში: 100% ცოლიკოური

ტიპი: თეთრი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

მიუხედავად იმისა, რომ ტვიში შედარებით გვიან იქცა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ (მისი ჩამოსხმა 1952 წელს დაიწყეს), იგი ძალზე პოპულარულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.ტვიშის ზონის განსაკუთრებული თვისებების გამო (როგორც კლიმატური, ასევე ნიადაგური) მისგან დაყენებული ღვინო ყველას აოცებს. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-24% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15° C ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ჩალისფერი

არომატი: ხილის არომატები, რომელიც მოტკბო ყვავილოვანი ნიუანსებით ივსება

გემო: ტკბილი და მაღალმჟავიანი

დააგემოვნეთ 10-12°C ტემპერატურაზე

ახაშენი

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი, ახაშნის მევენახეობის სპეციფიური ზონა

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

ახაშნის ზონა მთელს კახეთში საუკეთესოდ ითვლება საფერავისთვის. ნიადაგური და კლიმატური თავისებურებების გამო აქ შესანიშნავი მშრალი საფერავებიც დგება და ნახევრადტკბილი ღვინოებიც. ყურძენი შესანიშნავად მწიფდება, ისე, რომ სიტკბოსთან ერთად მჟავიანობასაც კარგად ინარჩუნებს. ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ახაშენი რა თქმა უნდა ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელიც ძლიერი ხასიათით, მძლავრი ტანინებით და ენერგეტიკით გამოირჩევა. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-25% შაქრიანობაზე და 7-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: შინდისფერი

არომატი: ეფექტური პირველი არომატები შავი და ბალის არომატებით, შავი კენკრა

გემო: კახეთის ნახევრადტკბილ ღვინოებს შორის ახაშენი ალბათ ყველაზე  ტანინიანი და მძლავრია, სიტკბოთი დაბალანსებული

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

ქინძმარაული

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: კახეთი, ყვარელი, ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა

ჯიში: 100% საფერავი

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

ეს ღვინო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრადტკბილი წითელი ღვინოა – რაოდენობითაც, კეთილშობილებითაც და ინდივიდუალურობითაც. თუკი ერთხელ მაინც გასინჯავ ჩვენი კომპანიის ქინძმარაულს, შემდეგ არასდროს დაგავიწყდება მისი გემო. ქინძმარაულში მიკროზონაში განსაკუთრებული ნიადაგებია. აქ მთავარია შავი ფიქალების ნაშალი მასალა, რომელიც მდინარე დურუჯს ჩამოაქვს, სითბოს შთანთქმის მაღალი უნარით ხასიათდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ნიადაგის ტემპერატურულ რეჟიმზე, რაც ყურძნის შაქრიანობაზე და ღვინის ხარისხზეც აისახება. 

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 24-26% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C  ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: შინდისფერი

არომატი: ხალასი არომატები აქვს, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი (ჟოლო)

გემო: ტკბილი გემოს მქონე ღვინოა, საგრძნობი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით

დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე

ხვანჭკარა

კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)

რეგიონი: რაჭა, ამბროლაური, ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიური ზონა

ჯიში: ალექსანდროული, მუჯურეთული

ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი

ინფორმაცია

ხვანჭკარა ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მცირეტირაჟიანი და ძვირფასი ღვინოა. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ხვანჭკარა 1932 წლიდან იწარმოება, თუმცა მანამდე ამ სტილის ღვინოს დიდი ტრადიცია ჰქონდა. დღესდღეობით ხვანჭკარა იწარმოება ორი ჯიშის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევით. ხვანჭკარა ძალიან პოპულარულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ჩვენი ხვანჭკარა ამ სტილის საუკეთესო ნიმუშია.

ვინიფიკაცია

ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-25% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C -ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.

ორგანოლეპტიკა

ფერი: ალუბლისფერი

არომატი: წითელი ხილის, კენკრისა და ყვავილოვანი არომატები 

გემო: ტკბილი ღვინო მსუბუქი ტანინებით, სადაც იდეალურადაა შერწყმული სიტკბო და მჟავიანობა

დააგემოვნეთ 13–15°C ტემპერატურაზე

აღმოაჩინეთ მეტი
ცქრიალა ღვინო
ღვინის ბრენდი
ჭაჭა