ახაშენი
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: კახეთი, გურჯაანი, ახაშნის მევენახეობის სპეციფიური ზონა
ჯიში: 100% საფერავი
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
ახაშნის ზონა მთელს კახეთში საუკეთესოდ ითვლება საფერავისთვის. ნიადაგური და კლიმატური თავისებურებების გამო აქ შესანიშნავი მშრალი საფერავებიც დგება და ნახევრადტკბილი ღვინოებიც. ყურძენი შესანიშნავად მწიფდება, ისე, რომ სიტკბოსთან ერთად მჟავიანობასაც კარგად ინარჩუნებს. ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ახაშენი რა თქმა უნდა ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელიც ძლიერი ხასიათით, მძლავრი ტანინებით და ენერგეტიკით გამოირჩევა.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-25% შაქრიანობაზე და 7-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: შინდისფერი
არომატი: ეფექტური პირველი არომატები შავი და ბალის არომატებით, შავი კენკრა
გემო: კახეთის ნახევრადტკბილ ღვინოებს შორის ახაშენი ალბათ ყველაზე ტანინიანი და მძლავრია, სიტკბოთი დაბალანსებული
დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე