განსაკუთრებული ღვინოები

უსახელოური

უსახელოური

წარმოშობა: ლეჩხუმის მევენახეობა;
კატეგორია: მხარის ღვინო;
ვაზის ჯიში: უსახელოური;
ღვინის ტიპი: წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი;
ფერი: ხასიათდება ლალისფერი შეფერილობით;
გემო: ხასიათდება მწიფე შინდის არომატით და ხალისიანი გამყოლი გემოთი.

დამზადების წესი: ყურძნის კრეფა ხდება 23-26% შაქრიანობისა და 7-8% ტიტრული მჟავიანობის დროს, ყურძნის კრეფის დროს დამპალს და დაზიანებულ მარცვლებს გამოვარჩევთ. ყურძენს გავატარებთ კლერტსაცლელში და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°ტემპერატურაზე როგორც კი შაქრიანობა მადუღარ არეში დავა 7-5% მდე გავაციებთ 3 °მდე დუღილის შესაჩერებლად, და გადავფილტრავთ ქსოვილიან ფილტრით საფუვრის მიკროფლორის მოსაცილებლად ამის შემდეგ ღვინოს ვაციებთ და ვინახავთ -2 -3 °ზე.

დააგემოვნეთ: ხილთან, ტკბილეულთან, დესერტთან.