
საფერავი ქვევრი
კატეგორია: ქვევრის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: საფერავი
ტიპი: წითელი მშრალი
ინფორმაცია
საფერავი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო წითელი ჯიშია. უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა თუ ღვინის მაგისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი სახელოვანი საფერავი მომავლის ჯიშია და იგი სრულიად განსხვავებულ გემოებს პირდება მსოფლიოს. ჩვენი საფერავი კახეთში დაკრეფილი საუკეთესო, ნარჩევი ყურძნიდან დგება, ტრადიციული წესით, ქვევრში.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, ქვევრში ვადუღებთ. დადუღების შემდეგ ჭაჭას ვაცლით და თებერვალ-მარტამდე ქვევრში ვტოვებთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: გამჭვირვალე შინდისფერი
არომატი: ძალზე ეფექტური, მწიფე შავი ხილისა და კენკრის ჩირის ტონებით
გემო: გამოკვეთილი ხასიათის, ზომიერი ტანინების მქონე დახვეწილი, ელეგანტური ღვინო
დააგემოვნეთ 14-16°C ტემპერატურაზე