
უსახელოური
კატეგორია: პრემიალური ღვინო
რეგიონი: ლეჩხუმი
ჯიში: 100% უსახელოური
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
შესაძლოა უსახელოური საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ღვინო იყოს. უსახელოური ძალზე მცირე რაოდენობით მოდის ლეჩხუმის სულ რამდენიმე სოფელში (ოყურეში, ზუბი, ოფიტარა, ისუნდერი, ლაჩეფიტა) და მისგან დაყენებული ჩვენი ღვინო საოცარი დახვეწილობით გამოირჩევა. ჩვენი უსახელაური ამ შესანიშნავი ჯიშიდან დაყენებული განსაკუთრებული ღვინოა.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 23-26% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ, ნარჩევ მარცვლებს. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: გამჭვირვალე ალუბლისფერი
არომატი: უნაზესი სურნელები გამოარჩევს, წითელი კენკრითა და ხილით დაწყებული, ტკბილი სუნელებით დასრულებული
გემო: მჟავიანობისა და სიტკბოს იდეალური შერწყმა, დახვეწილი და კარგად ჩამოყალიბებული ღვინოა
დააგემოვნეთ 13–15°C ტემპერატურაზე