
საფერავი მუსკატი
კატეგორია: პრემიუმი
რეგიონი: კახეთი
ჯიში: საფერავი და მუსკატი
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
ეს ღვინო მზადდება საფერავისა და მუსკატის ყურძნის ჯიშებისგან, რომელიც კახეთის რეგიონის ვენახებშია გაშენებული. ბოლო პერიოდში მან დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა როგორც ქართველ ხალხში, ასევე ბევრ საერთაშორისო ღვინის მოყვარულს შორის. საფერავი მუსკატი არის არომატული ღვინო სასიამოვნო დაბოლოებით.
ვინიფიკაცია
ნარჩევ მუსკატის და საფერავის ყურძნებს 24-26% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრებთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში და ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 22-24°С. როგორც კი დუღილი შაქრის დონე დადის 12-14%, ხდეაბ მისი გაგრილება 3 გრადუსამდე ფერმანტაციის შესაჩერებლად და უმატებთ სპირტს შესამაგრებლად. ამის შემდეგ ღვინო ინახება 2-3 გრადუს ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ვარდისფერი
არომატი: ვარდისა და სხვა ყვავილების
გემო: დახვეწილი გემო სასიამოვნო სიმწკლარტითა და ტკბილი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 14–16°C