თავკვერი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: ქართლი
ჯიში: თავკვერი
ტიპი: წითელი მშრალი
ინფორმაცია
თავკვერი ქართლის წითელი ჯიშია, რომელიც თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო ფასობს. სიმსუბუქე, ხალისიანობა, ახალგაზრდული სული მისი მთავარი ნიშნებია. ჩვენს თავკვერსაც პირველ რიგში სიხალაზე და ხილის მდიდარი ტონები გამოარჩევს.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 22-24% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში და ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C ტემპერატურაზე. როგორც კი დუღილი დასრულდება, გამოვპრესავთ და გადაგვაქვს შესანახ რეზერვუარებში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: შინდისფერი
არომატი: ხილისა და კენკრის ძალზე მდიდარი არომატი, სადაც ბალი და მაყვალი იგრძნობა
გემო: საკმაოდ ტანიანი, სავსე, დახვეწილი ღვინოა
დააგემოვნეთ 15–17°C ტემპერატურაზე