
საფერავი რეზერვი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: საფერავი
ტიპი: წითელი მშრალი მუხაში დავარგებული
ინფორმაცია
ჩვენი რეზერვის ღვინო განსაკუთრებული ზრუნვის შედეგია. მისი დაყენება უდიდეს ყურადღებას ითხოვს და რაც მთავარია, მოთმინებას. 3 წელი ელოდა ეს ღვინო ბოთლებში ჩამოსხმას, ძველდებოდა, იძენდა ახალ–ახალ სურნელებს და გემოებს. ვითარდებოდა, იზრდებოდა, სანამ ღვინის მოყვარულებამდე მოაღწევდა. ყურძენი, საიდანაც ჩვენი სარეზერვო ღვინო დაიწურა, საფერავის საუკეთესო ზვრებიდანაა, მუკუზნიდან. აქაური ნიადაგური და კლიმატური თვისებების გამო ყურძენიც განსაკუთრებულია და ღვინოც. ჩვენი აზრით, ეს ღვინო იდეალურია დასაძველებლად.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, მუხის კასრებში მიმდინარეობს დუღილი. შემდეგ მუხის კასრებშივე გრძელდება ორწლიანი დავარგება და ბოლოს უკვე ბოთლებში აგრძელებს ღვინო დაძველებას.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ძოწისფერი
არომატი: ძალზე მწიფე და თბილი არომატები, სადაც პირველ რიგში შინდის და ალუბლის ნამცხვრის ტონებს იგრძნობთ
გემო: რბილი ტანინების მქონე გაწონასწორებული, დაბალანსებული, ჩამოყალიბებული ღვინო ხანგრძლივი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 16-18°C ტემპერატურაზე