
ოცხანური საფერე
კატეგორია: მხარისღვინო
რეგიონი: იმერეთი
ჯიში: ოცხანური საფერე
ტიპი: წითელი მშრალი მუხაში დავარგებული
ინფორმაცია
ოცხანური საფერე გვიანი პერიოდის ჯიშია,, ოქტომბრის ბოლომდე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე არ იკრიფება. ღვინო ხალასი ჟოლოსფერით ხასიათდება. ახალგაზრდა ღვინოში საკმაოდაა მცენარეული ტონები, თუმცა დავარგების შემდეგ ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ოცხანური იმერეთის საუკეთესო წითელყურძნიან ჯიშად ითვლება. ჩვენი ოცხანურიც ბაღდათის რაიონის სოფლებში, საუკეთესო ვენახებში მოყვანილი ოცხანური საფერედანაა დაყენებული.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, მუხის კასრებში მიმდინარეობს დუღილი. შემდეგ მუხის კასრებშივე გრძელდება ორწლიანი დავარგება და ბოლოს უკვე ბოთლებში აგრძელებს ღვინო დაძველებას.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მუქი ჟოლოსფერი
არომატი: მკვეთრი მცენარეული და შავი ხილის ტონები (შავი ქლიავი)
გემო: ძლიერი, გამჭოლი გემო, ოცხანური საფერესთვის დამახასიათებელი მაღალი მჟავიანობა და ტანინები
დააგემოვნეთ 16-18°C ტემპერატურაზე