
კრახუნა
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: იმერეთი
ჯიში: კრახუნა
ტიპი: თეთრი მშრალი
ინფორმაცია
კრახუნა იმერული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც საკმაოდ სხეულიანი და ძლიერი ღვინოები დგება, მწიფე ხილისა და თაფლის სურნელებით. მასში იდეალურადაა შერწყმული ძლიერი ხასიათი და სიამოვნება. ჩვენი კრახუნა შესანიშნავი ღვინოა დასაძველებლად. წლების შემდეგ იგი გაცილებით ღრმა და საინტერესო ხდება.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 18-21% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან ვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს – 12-15°C ზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მოოქროსფრო ჩალისფერი
არომატი: მწიფე ყვითელი ხილისა და მცენარეული ტონები
გემო: გამჭოლი, მაღალმჟავიანი, ხალასი
დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე