ალაზნის ველი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი:კახეთი
ჯიში: რქაწითელი და სხვ.
ტიპი: თეთრი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
პირველად 1977 წელს ჩამოისხა. ეს მხარის ღვინო ალბათ ყველაზე მეტი ისხმებოდა საქართველოში, ნებისმიერ სხვა გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოებთან შედარებით. ჩვენი თეთრი ალაზნის ველი რქაწითლიდან და სხვა თეთრი ყურძნის ჯიშებისგან მზადდება და ძალზე პოპულარულ პროდუქტს წარმოადგენს.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-24% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15°C ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3° მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3 ° C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ჩალისფერი
არომატი: თეთრი ხილის, მცენარეული დანედლი თხილის ტონები
გემო: რბილი და ჩამოყალიბებული ღვინოა, ცოცხალი მჟავიანობითა და სიტკბოთი
დააგემოვნეთ 10-12°C ტემპერატურაზე