
საფერავი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: საფერავი
ტიპი: წითელი მშრალი
ინფორმაცია
საქართველოს მთავარი წითელი ჯიშიდან, საფერავიდან მრავალნაირი სტილის ღვინის დაყენება შეიძლება. ჩვენი საფერავი ჩვენი სიამაყეა. იგი ძლიერი, გამოკვეთილი არომატების მქონე კლასიკური ღვინოა, რომელიც სრულ წარმოდგენას შეუქმნის ღვინის მოყვარულს ამ განსაკუთრებულ ჯიშზე.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 22-24% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას ვკრეფთ. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში და ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C ტემპერატურაზე. როგორც კი დუღილი დასრულდება, გამოვპრესავთ და გადაგვაქვს შესანახ რეზერვუარებში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ალუბლისფერი
არომატი: შავი ქლიავის ჩირისა და ალუბლის ძლიერი არომატებით
გემო: სასიამოვნო მჟავიანობის მქონე მძლავრი, ტანინიანი ღვინო
დააგემოვნეთ 16–18°C ტემპერატურაზე