ალაზნის ველი
კატეგორია: მხარის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: 100% საფერავი
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
როდესაც კახეთის რეგიონის ღვინობზე ვსაუბრობთ ალაზნის ველი პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ. დაბადების წელი 1977–ია. ჩვენი წითელი „ალაზნის ველი“ საფერავიდან მზადდება და ძალზე პოპულარულ პროდუქტს წარმოადგენს.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 21-23% შაქრიანობაზე და 7-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 20-24°C-ზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ძოწისფერი
არომატი: ტკბილი სანელებლები, წითელი და შავი კენკრა
გემო: საკმაოდ ტანინიანი, ხალისიანი, მოტკბო ღვინოა დასამახსოვრებელი დაბოლოებით
კერძი: ჩირი, ხილიანი ნამცხვრები
დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე
აღმოაჩინეთ მეტი
ცქრიალა ღვინო
ღვინის ბრენდი
ჭაჭა