
მუკუზანი
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: კახეთი, გურჯაანი, მუკუზნის მევენახეობის სპეციფიკური ზონა
ჯიში: 100% საფერავი
ტიპი: წითელი მშრალი
ინფორმაცია
მუკუზანი იწარმოება 1893 წლიდან და ათწლეულების მანძილზე მისი ლეგენდარული სტილი ძალზე დაიხვეწა და ჩამოყალიბდა, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება - სიმძლავრე და ჰარმონიულობა. 350-750 მ. სიმაღლის ფარგლებში გაშენებულ ულამაზეს ვენახებში, ნეშომპალა-კარბონატულ და ხირხატიან ნიადაგებზე მოყვანილი, ხელით მოკრეფილი ნარჩევი საფერავიდან ჩვენ ვაწარმოებთ ძალზე ხასიათიან, მშრალ წითელ ღვინოს.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 20-22% შაქრიანობაზე და 6-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტის გაცლისა და დაწურვის შემდეგ 23-28°C ტემპერატურაზე, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში მიმდინარეობს დუღილი. ფერმენტაცია ხდება კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო გადაგვაქვს 300 ლ. ფრანგულ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილისა და 9-12 თვიანი დაძველებისათვის. შემდგომში დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში. ბოლო ეტაპია ბოთლებში დავარგება.
ორგანოლეპტიკა
ფერი: მუქი ალუბრისფერი
არომატი: ძალზე გამოკვეთილი ჯიშური არომატები აქვს, სადაც ცხადად გამოირჩევა შავი ხილისა, ვანილისა და შავი პილპილის ტონები.
გემო: ჯიშური და მუხის ტონების ჰარმონიულად შერწყმა, იდეალურად დაბალანსებული ძლიერი ტანინები და მაღალი მჟავიანობა თავისი გამორჩეულად გამოყოლი გემოთი ზედმიწევნით წარმოაჩენს ჩვენი კომპანიისთვის დამახასიათებელ ხელწერას.
დააგემოვნეთ 16–18°C ტემპერატურაზე