ტვიში
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: ლეჩხუმი, ტვიშის მევენახეობის სპეციფიკური ზონა
ჯიში: 100% ცოლიკოური
ტიპი: თეთრი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
მიუხედავად იმისა, რომ ტვიში შედარებით გვიან იქცა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ (მისი ჩამოსხმა 1952 წელს დაიწყეს), იგი ძალზე პოპულარულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.ტვიშის ზონის განსაკუთრებული თვისებების გამო (როგორც კლიმატური, ასევე ნიადაგური) მისგან დაყენებული ღვინო ყველას აოცებს.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 22-24% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. კლერტგაცლისა და გამოპრესვის შემდეგ ტკბილი გადაგვაქვს დასაწდომ რეზერვუარში, სადაც დაბალ ტემპერატურაზე ვაყოვნებთ 15-18 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სუფთა ტკბილს ლექიდან მოვხსნით და გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარებში. ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე – 12-15° C ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ჩალისფერი
არომატი: ხილის არომატები, რომელიც მოტკბო ყვავილოვანი ნიუანსებით ივსება
გემო: ტკბილი და მაღალმჟავიანი
დააგემოვნეთ 10-12°C ტემპერატურაზე