ქინძმარაული
კატეგორია: დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო (AOC)
რეგიონი: კახეთი, ყვარელი, ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
ჯიში: 100% საფერავი
ტიპი: წითელი ნახევრადტკბილი
ინფორმაცია
ეს ღვინო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახევრადტკბილი წითელი ღვინოა – რაოდენობითაც, კეთილშობილებითაც და ინდივიდუალურობითაც. თუკი ერთხელ მაინც გასინჯავ ჩვენი კომპანიის ქინძმარაულს, შემდეგ არასდროს დაგავიწყდება მისი გემო. ქინძმარაულში მიკროზონაში განსაკუთრებული ნიადაგებია. აქ მთავარია შავი ფიქალების ნაშალი მასალა, რომელიც მდინარე დურუჯს ჩამოაქვს, სითბოს შთანთქმის მაღალი უნარით ხასიათდება და გარკვეულ გავლენას ახდენს ნიადაგის ტემპერატურულ რეჟიმზე, რაც ყურძნის შაქრიანობაზე და ღვინის ხარისხზეც აისახება.
ვინიფიკაცია
ყურძნის ნარჩევ მტევნებს ვკრეფთ 24-26% შაქრიანობაზე და 7,5-8 ტიტრულ მჟავიანობისას. გავაცლით კლერტს და ტკბილი გადაგვაქვს სადუღარ რეზერვუარში, სადაც ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას. დუღილი მიმდინარეობს 18-22°C-ზე. როგორც კი დუღილისას შაქრიანობა 7-5% მდე დავა, 3°C მდე გავაციებთ დუღილის შესაჩერებლად და გაფილტვრის შემდეგ -2 -3°C ზე ვინახავთ.
ორგანოლეპტიკა
ფერი: შინდისფერი
არომატი: ხალასი არომატები აქვს, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი (ჟოლო)
გემო: ტკბილი გემოს მქონე ღვინოა, საგრძნობი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით
დააგემოვნეთ 14–16°C ტემპერატურაზე