
რქაწითელი ქვევრი
კატეგორია: ქვევრის ღვინო
რეგიონი: კახეთი
ჯიში: რქაწითელი
ტიპი: ქარვისფერი მშრალი
ინფორმაცია
რქაწითელი ქვევრის ღვინისთვისაა გაჩენილი. იგი იდეალურია ქარვისფერი, ჭაჭაზე და კლერტზე დავარგებული ღვინის დასაყენებლად, სადაც კლერტი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. და რადგანაც რქაწითლის კლერტი ყველაზე კარგად მწიფდება სხვა ქართულ თუ საერთაშორისო ჯიშებთან შედარებით, მისგან სრულიად განსხვავებული ღვინო დგება. ჩვენი რქაწითელი ახმეტიდანაა, მთისწინებიდან და ტყისპირებიდან. ამიტომაცაა ეს ღვინო ასეთი სურნელოვანი და დახვეწილი.
ვინიფიკაცია
ნარჩევ ყურძენს 22-25% შაქრიანობაზე და 6-6,5 ტიტრული მჟავიანობისას ვკრეფთ. ყურძენს ვჭყლეტთ და კლერტიანად ქვევრებში გადაგვაქვს, ვუმატებთ საფუვრის წმინდა კულტურას და დუღილისას დღე-ღამეში 3-ჯერ დავურევთ ხოლმე. დუღილის დასრულების შემდეგ ღვინოს ვტოვებთ ჭაჭაზე თებერვალ-მარტამდე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: ქარვისფერი
არომატი: მსხლის ჩირი, მცენარეული ტონები, ქართული სუნელები
გემო: სასიამოვნო მჟავიანობის ენერგიული, ხალასი ღვინოა ტრადიციული კახური ღვინისთვის დამახასიათებლი ხასიათითა და დაბოლოებით
დააგემოვნეთ 14-16°C ტემპერატურაზე