სიახლეები

დუგლაძეების ღვინის კომპანია პროვაინის გამოფენაზე დუსელდორფში

26 მარტი, 2019

დუგლაძის ღვინის კომპანიამ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა Prowein 2019-ზე მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ღვინის მოყვარულებს და ექსპერტებს, ახალი, პრემიალური ხაზის ღვინოები წარუდგინა.

3 ოქროს მედალი MUNDUS VINI კონკურსზე

6 მარტი, 2019

გერმანიაში გამართულ ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, MUNDUS VINI-ზე, დუგლაძეების ღვინის კომპანიის ღვინოები, მუკუზანი, საფერავი რეზერვი და ოცხანური საფერე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.

ორქოს მედალი საკურას კონკურსზე

27 თებერვალი, 2019

დუგლაძეების ღვინის კომპანიის ღვინომ, საფერავი რეზერვმა, იაპონიაში გამართულ საკურას ქალთა საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ოქროს მედალი მოიპოვა

დუგლაძეების ღვინის კომპანია WinExpo 2018-ზე

19 ივნისი, 2018

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 14-16 ივნისს მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში ''WinExpo 2018''. გამოფენის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ დუგლაძეების ღვინის კომპანიის პროდუქცია. 

''WinExpo 2018''-ის ფარგლებში გაიმართა ღვინის საერთაშორისო დაჯილდოება, რომელზეც დუგლაძეების ღვინის კომპანიის ღვინოებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.