სიახლეები

Expo in Luzhou city

5 აპრილი, 2016

"დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" 19-21 მარტს მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში, ქალაქ ლუჭოუში იმისთვის, რომ ჩინელი მომხმარებლებისა და მოყვარულებისთვის წარედგინა ქართული ღვინო.
20-26 მარტს “დუგლაძეების ღვინის კომპანია” დაესწრო შანგრილას სასტუმროში გამართულ რიგით 94-ე ჩინეთის კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენას და ახალ საერთაშორისო გამოფენის ცენტრს ჩენგდუში, რომელიც ჩინეთში მსგავსი ტიპის გამოფენებს შორის უდიდესია.
გამოფენებმა წარმატებით ჩაიარა, გამოფენების განმავლობაში, “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” წარმომადგენელმა, ჩინეთში მონაწილეობა მიიღო მედია ინტერვიუებში სხვადასხვა ტელეარხებთან.
სხვადასხვა ადგილობრივმა გაზეთებმა და ჟურნალებმა, ასევე მიმოიხილეს “დუგლაძის ღვინის კომპანია” და მის მიერ წარმოებული პროდუქტები.

Interwine-2015

7 დეკემბერი, 2015

15-დან 17 ნოემბრის ჩათვლით „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ ჩინეთში, გვანჯოუს ნაციონალურ პავილიონში გამოფენა „Interwine“-ში მიიღო მონაწილეობა. 3 დღიან გამოფენას დაესწრო უამრავი ჩინელი მომხმარებელი. „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ სტენდმა, განახლებულ პროდუქცია წარადგინა და დიდი მოწონება დაიმსახურა; 18 ნოემბერს  შენჟენში, სასტუმრო „ჰილტონში“ ქართული ღვინის ასოციაციის მიერ მოწყობილმა დეგუსტაციამ  წარმატებით ჩაიარა. დეგუსტაციას დაესწრო  100მდე ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი, რომლებთანაც შედგა საქმიანი მოლაპარაკებები.  

 

Decanter 2015

30 სექტემბერი, 2015

"დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ “Decanter 2015” - ის კონკურსზე ორი ბრინჯაოს მედალი და ერთი მოწონება დაიმსახურა. ”დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ კონკურსზე 4 სახეობის ღვინო წარადგინა, ამათგან ორმა ქინძმარაულმა და საფერავმა ბრინჯაოს მედლები, ხოლო წინანდალმა დიდი მოწონება დაიმსახურა. “Decanter 2015” ჰონკონგში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო 22 ქვეყანა და 1600 ღვინო.  ღვინოს კი 240 ჟიურის წევრი აფასებდა. “Decanter 2015” ჰონკონგში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო 22 ქვეყანა და 1600 ღვინო.

TopWine 2015

12 აგვისტო, 2015

4-6 ივნის, ქალაქ პეკინში ჩატარებულ გამოფენაზე TopWine ქართული ღვინო „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ წარადგინა. გამოფენაში მონაწილეობდა ათზე მეტი ქვეყანა. გამოფენას ეწვივნენ ღვინის ექსპერტები ჩინეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან.