სიახლეები

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი წარმატება IWC კონკურსზე

4 ივლისი, 2019

შანხაიში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge China 2019“-ზე დუგლაძეების ღვინის კომპანიამ მორიგი წარმატება მოიპოვა.

ქისი ქვევრი 2016 დაჯილდობდა ოქროს მედლით
საფერავი რეზერვი 2015 დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით

დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი გამარჯვება

17 ივნისი, 2019

რიგით მე-11, წლევანდელ Georgia International Wine Award-ის კონკურსზე ჩვენმა ტიბაანი 2017-მა ოქროს მედალი და უმაღლესი ჯილდო (Trophy medal) აიღო.

კონკურსი 11-12 ივნისს ექსპოჯორჯიაში ტარდებოდა, სადაც ჟიურის უმრავლესობა მოწვეული, უცხოელი ღვინის სპეციალისტები იყვნენ, მთავარი ჟიური კი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ბატონი ტიმ ეტკინი იყო. კონკურსში 81 კომპანიის 307 ღვინო იღებდა მონაწილეობას.

 

დუგლაძეების ღვინის კომპანია პროვაინის გამოფენაზე დუსელდორფში

26 მარტი, 2019

დუგლაძის ღვინის კომპანიამ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა Prowein 2019-ზე მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ღვინის მოყვარულებს და ექსპერტებს, ახალი, პრემიალური ხაზის ღვინოები წარუდგინა.