ტოჩინოშინი დუგლაძეების ღვინის კომპანიაში
19.06.2018
ტოჩინოშინი დუგლაძეების ღვინის კომპანიაში

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სუმოისტი (ტოჩინოშინი) ლევან გორგაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან ცაგურია (კოკაი) იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად “დუგლაძეების ღვინის“ განახლებულ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში 3 წლით დასავარგებლად განთავსედა უმაღლესი ხარსისხის ღვინო „საფერავი“. იაპონელი ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოზე, როგორც ტოჩინოშინის და კოკაის სამშობლოზე, ფილმს იღებენ, ტოჩინოშინთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაეცნენ წარმოების პროცესს. 

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ- იაპონური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ღვინოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

“დუგლაძეების ღვინის  კომპანიის “მიერ ჩამოისხმება ღვინის ახალი პრემიალური  ხაზი“ KOK KAI WINES“, რომელიც იაპონიაში ექსკლუზიურ საცალო ქსელებში და რესტორნებში სექტემბრიდან გამოჩნდება. 

მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებთ ღვინო, როგორც საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული პოტენციალი. 

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი" 

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა. 

“ჩვენთვის ეს ვიზიტი და სტრატეგიული ურთიერთობისკენ წინგადაგმული ნაბიჯი, არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქვეყნის წინაშე. დუგლაძეების ღვინის კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რამდენიმე წელია იაპონიის ბაზარზე განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, თუმცა ახალი პროდუქცია “KOK KAI WINES” კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-იაპონურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.“ განაცხადა კომპანის მფლობელმა  და მმართველმა დირექტორმა ზაალ  დუგლაძემ.