დუგლაძეების ღვინის კომპანია WinExpo 2018-ზე
19.06.2018
დუგლაძეების ღვინის კომპანია WinExpo 2018-ზე

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 14-16 ივნისს მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში ''WinExpo 2018''. გამოფენის სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ დუგლაძეების ღვინის კომპანიის პროდუქცია.

''WinExpo 2018''-ის ფარგლებში გაიმართა ღვინის საერთაშორისო დაჯილდოება, რომელზეც დუგლაძეების ღვინის კომპანიის ღვინოებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.