დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი გამარჯვება (ZH)
17.06.2019
დუგლაძეების ღვინის კომპანიის მორიგი გამარჯვება

რიგით მე-11, წლევანდელ Georgia International Wine Award-ის კონკურსზე ჩვენმა ტიბაანი 2017-მა ოქროს მედალი და უმაღლესი ჯილდო (Trophy medal) აიღო.

კონკურსი 11-12 ივნისს ექსპოჯორჯიაში ტარდებოდა, სადაც ჟიურის უმრავლესობა მოწვეული, უცხოელი ღვინის სპეციალისტები იყვნენ, მთავარი ჟიური კი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ბატონი ტიმ ეტკინი იყო. კონკურსში 81 კომპანიის 307 ღვინო იღებდა მონაწილეობას.

გამარჯვებული ტიბაანის დაგემოვნება დღეს და ხვალ, ექსპოჯორჯიაში ჩვენს სტენდთან შეგიძლიათ.