Wine & Gourmet 2016
25.04.2016
Wine & Gourmet 2016

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“-მ მონაწილეობა მიიღო  „Wine & Gourmet 2016“ -ში, რომელიც 13-15 აპრილს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ „Tokyo Big Sight“-ში ჩატარდა.  მთლიანობაში გამოფენაზე 8 ქართულმა ღვინის საწარმომ წარმოადგინა თავისი პროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი იყო ადგილობრივ ბაზარზე, ბევრი ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი დაინტერესდა ღვინოებით საქართველოდან, რომელსაც ღვინის წარმოების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. ლევან ცინცაძე, საქართველოს ელჩი იაპონიაში, იმყოფებოდა საქართველოს პავილიონში და ადგილობრივ ღვინის დილერებს აცნობდა საქართველოს და ქართულ საუკეთესო ღვინოებს. 13 აპრილს, სემინარულ სხდომაზე  ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.  გიორგი თევზაძემ,  ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, იაპონიის ღვინის დისტრიბუტორებთან და მოყვარულებთან ჩაატარა ლექცია ქართული ღვინის შესახებ.  „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ „მუკუზანი“ განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა დამსწრეებს შორის,  დეგუსტაციის შემდეგ ზოგი გამოფენის სტუმარი ბრუნდებოდა ჯიხურთან და გვეუბნებოდა, თუ რამდენად მოსწონთ ეს ღვინო. ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები ამ ღვინის აღწერისას იყო -  Oishi (გემრიელი იაპონურად) და შოკისმომგვრელი. უნიკალური ღვინის დამზადების ტექნოლოგიისა და ჩვენი ღვინის გამორჩეული გემოს გარდა, ბევრი სტუმარი ასევე აღფრთოვანებული იყო ჩვენი ბოთლებისა და ეტიკეტების დახვეწილი დიზაინით. დიდი მოწონება დაიმსახურა ხელნაკეთმა თიხის დოქებმაც.