ისტორია

დიმიტრი დუგლაძე
14 დეკემბერი, 2018

დიმიტრი დუგლაძე

 

„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში  დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით. მან  დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში მისი უცვლელი მიზანი იყო მაღალი ხარისხის  პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.  

რებრენდინგი
14 დეკემბერი, 2018

რებრენდინგი

2015 

 

კომპანიაში რებრენდინგის დროა. ჩამოყალიბდა კომპანიის ვიზუალური იდენტობა. განისაზღვრა საფირმო სტილი და პროდუქტების სრული ასორტიმენტის შეფუთვის სტილისტიკა.

პრემიალური ხაზი
14 დეკემბერი, 2018

პრემიალური ხაზი

2018

 

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ გამოუშვა ახალი, პრემიალური ხაზის ღვინოები 

ვარციხე
14 დეკემბერი, 2018

ვარციხე

2013 

 

დულაძეების ღვინის კომპანიამ შეისყიდა ვარციხის ქარხანა, საბრენდე სპირტების დამზადების ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი კერა, რომელიც ანანოვების სახელს უკავშირდებოდა. ქარხანა 1908 წელს გაიხსნა და სწორედ აქ შეიქმნა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ბრენდი ვარციხე, სალხინო, კოლხეთი და სხვა.

საწარმოს აღჭურვა
17 ივნისი, 2015

საწარმოს აღჭურვა

2004 

 

დიმიტრი დუგლაძის შვილები აფუძნებენ დუგლაძეების ღვინის კომპანიას.  მათ აღჭურვეს საწარმო თანამედროვე იტალიური და გერმანული დანადგარებით Della Toffola,  Krones, Cavagninno&Gatti, Seitz Enzinger Noll. იმავე წელს ჩამოისხა პირველი ალკოჰოლური სასმელები „დუგლაძის“ ბრენდით და  განხორციელდა მათი ექსპორტი.

 

საწარმოს შექმნა
6 ივნისი, 2015

საწარმოს შექმნა

 

  

1984

 

ჩვენი საწარმოს ისტორიის დასაწყისი, როდესაც საქართველოში ერთერთი ყველაზე დიდი ალკოჰოლური  სასმელების საწარმო გაიხსნა