სტუმრად ბელორუსიის სამთავრობო დელეგაცია
05.09.2016
ბელორუსიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია სტუმრად ეწვია

31 აგვისტოს „დუგლაძეების ღვინის კომპანიას“ სტუმრად ეწვია ბელორუსიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, ბელორუსიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიის ხელმძღვანელობით. სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელორუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. სტუმრებმა განახლებული ქარხანა დაათვალიერეს და „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ღვინოები დააგემოვნეს.  შედგა საქმიანი საუბარი, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა. ბელორუსის სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიოდნენ:   ბელორუსის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი, ქალაქ მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე ლეონიდ მარინიჩი, არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრ კრუჩანოვი, მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი და კონცერნ „ბელგოსპიშჩეპრომის“ თავმჯდომარე ალექსანდრ ზაბელლო.